ავტომობილის სისუფთავე მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის უსაფრთხოებისა და ტექნიკის ხანგრძლივი სიცოცხლის საფუძველია. ავტოსამრეცხაო „პრიალა“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო და სწრაფ მომსახურებას თბილისში, როგორც ადგილზე, ასევე გამოძახებით. გაეცანით ჩვენს სერვისებს დეტალურად:
📍 მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანი 44
📞 591 06 08 52
ავტომობილის რეცხვა
„პრიალას“ ავტოსამრეცხაო გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილის გარე და შიდა რეცხვის მიმართულებით. ვიყენებთ ეკო-მეგობრულ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად აშორებს მტვერს, ჭუჭყს და მარილებს, არ აზიანებს ავტომობილის საღებავს და უზრუნველყოფს მისი ბზინვარებას.
შედის:
-
კარის სახელურებისა და ბამპერების გაწმენდა
-
საბურავების შავი ფერის აღდგენა
-
ზედაპირის გაპრიალება სპეციალური ცვილიანი საშუალებებით
ავტომობილის რეცხვა გამოძახებით
არ გაქვს დრო სამრეცხაოში მისასვლელად? „პრიალა“ გთავაზობს ავტომობილის რეცხვას გამოძახებით – ჩვენი თანამშრომელი მოდის მითითებულ მისამართზე, იღებს მანქანას, რეცხავს, სურვილის შემთხვევაში ქიმწმენდას უკეთებს და აბრუნებს მფლობელს სრულად გაწმენდილი მდგომარეობით.
ეს სერვისი იდეალურია მათთვის, ვინც დროის ეკონომიას და კომფორტს აფასებს. ჩვენთან მანქანა სუფთად ბრუნდება – გარანტიით!
ავტომობილის ქიმწმენდა
დროთა განმავლობაში, სალონში გროვდება ბაქტერიები, ლაქები და უსიამოვნო სუნი. ჩვენი პროფესიონალური ავტომობილის ქიმწმენდის მომსახურება გულისხმობს:
-
სალონის ღრმა წმენდას
-
ქსოვილებისა და ტყავის მასალების უსაფრთხო დამუშავებას
-
უსიამოვნო სუნის განეიტრალებას
მიღებთ სუფთა, სანიტარულად უსაფრთხო და განახლებულ სალონს – როგორც ვიზუალურად, ისე სურნელით!
ავტომობილის პოლირება
გიფიქრია შენი მანქანის საღებავის ბზინვარების დაბრუნებაზე? მანქანის პოლირება ხელს უშლის საღებავის ცვეთას, აცილებს მცირე ნაკაწრებს და აღადგენს ბზინვარებას.
ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ თანამედროვე აპარატურით და მაღალი ხარისხის პოლირების საშუალებებით, რაც გარანტირებს შედეგს – შენი მანქანა გამოიყურება როგორც ახალი.
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
სურვილი გაქვს თავად გააკეთო ქიმწმენდა? „პრიალა“ გთავაზობს პროფესიონალური ქიმწმენდის აპარატების გაქირავებას.
მარტივად გამოსაყენებელი, ძლიერ ეფექტური აპარატები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებენ ჩვენი გუნდის პროფესიონალები.
დაზოგე ფული და გააკეთე თავად – პროფესიონალური დონით.
ხალიჩების რეცხვა
არამარტო მანქანებს ვუვლით! ჩვენ გთავაზობთ ხალიჩების ღრმა წმენდას და რეცხვას სპეციალური მოწყობილობებით. ვამუშავებთ როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ ქსოვილებს, რაც უზრუნველყოფს:
-
ჭუჭყისა და მტვრის სრულ მოცილებას
-
ლაქების გაქრობას
-
სურნელის განახლებას
ხალიჩებს ვიბრუნებთ სუფთად, მშრალად და შეფუთულად!
ფარების პოლირება
დაბურული ან გაყვითლებული ფარები მნიშვნელოვნად ამცირებს ხილვადობას და ზრდის ავარიის რისკს. ჩვენი ფარების პოლირების სერვისი აღადგენს გამჭვირვალობას, ამცირებს ფარების მქრქალ ეფექტს და ზრდის ღამის ხილვადობას.
უსაფრთხოება იწყება ნათელი ხედვით – და ჩვენ ზუსტად ამას გთავაზობთ.
რატომ უნდა აირჩიოთ „პრიალა“?
- მაღალი ხარისხის სერვისები – ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილებითა და სიზუსტით გამორჩეული პროფესიონალებით.
- ეკო-მეგობრული საშუალებები – ვიყენებთ მხოლოდ უსაფრთხო და ხარისხიან სარეცხ საშუალებებს.
- გამოძახების სერვისი თბილისში – შენ გეტყვი მხოლოდ მისამართს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ!
- პროფესიონალური აპარატურა – ყველა სამუშაო სრულდება თანამედროვე ტექნიკით.
- კომფორტი და სანდოობა – მანქანას ვიღებთ, ვწმენდთ, ვაბრუნებთ. ყველა ნაბიჯზე უსაფრთხოების დაცვით.
- მრავალფეროვანი მომსახურება ერთი სივრციდან – სარეცხი, ქიმწმენდა, პოლირება, ფარების განახლება და მეტი – ყველაფერი „პრიალაში“.
ავტოსამრეცხაო თბილისში – პრიალა, თქვენი ავტომმობილის სისუფთავის გარანტი.
დაგვიკავშირდი დღესვე და ჩვენ ვიზუნებთ თქვენი ავტომობილის ბრწყინავლებაზე.
📍 მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანი 44
📞 591 06 08 52
🌐 დაგვეწვიე Facebook-ზე