Back

რატომ არის საფრთხისშემცველი მანქანის დაქოქვისთანავე კონდიციონერის ჩართვა

ცხელი ზაფხულის დღეებში, როცა მაღალი ტემპერატურა აუტანელი ხდება, ბევრი ჩვენგანი დაუყოვნებლივ რთავს კონდიციონერს — იქნება ეს ავტომობილში მგზავრობისას თუ სახლში დასვენების დროს.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის.

სითბური შოკის საფრთხე

ხშირად ვფიქრობთ, რომ კონდიციონერი არის ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი მტერი, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე დიდი საფრთხე სითბური შოკიდან მოდის.
სითბური შოკი არის სხეულის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება, რის შედეგადაც ორგანიზმი ვერ ასწრებს ადაპტაციას. იგი ვითარდება მაშინ, როცა ტემპერატურა ერთბაშად 10 ან მეტ გრადუსით იცვლება.

მაგალითად, როცა ზაფხულის სიცხეში აჩქარებით შედიხართ გადახურებულ მანქანაში და მყისიერად რთავთ ძლიერ კონდიციონერს, ეს დიდი სტრესი ხდება ფილტვებისთვის. ისინი სუსტდებიან და უფრო იოლად უშვებენ ჰაერში არსებულ ბაქტერიებს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კონდიციონერის გამოყენებისას ტემპერატურული სხვაობა 4 გრადუსზე მეტი არ იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი სითბურ შოკს გაცილებით მძიმედ გადააქვს.

ჰაერის დაბინძურება მანქანის სალონში

თითოეულ ავტომობილს გააჩნია ჰაერის წმენდის სისტემა, რომელიც ფილტრების საშუალებით მუშაობს. მათი ამოცანაა — მაქსიმალურად გაწმინდოს ჰაერი სალონში. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ფილტრები ბინძურდება და ფუნქციას კარგავს.

თუ გაფილტვრის სისტემა სათანადოდ არ არის მოვლილი, კონდიციონერის ჩართვისას გაუწმენდავი ჰაერი იწყებს სალონში ცირკულაციას. შედეგად, იზრდება რისკი, რომ სასუნთქი გზები დაინფიცირდეს და განვითარდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად პნევმონია.

როგორ დავიცვათ თავი?

  • რეგულარულად, მით უმეტეს ზაფხულში, ჩაატარეთ სალონის ფილტრების შეცვლა.

  • კვირაში 2-3-ჯერ სველი წესით გაასუფთავეთ მანქანის სალონი.

  • კონდიციონერი გამოიყენეთ ზომიერად — მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

  • უფრო ხშირად დალიეთ ცივი სასმელები და ეცადეთ, რომ ორგანიზმი გააგრილოთ ბუნებრივი გზით — სუფთა ჰაერით.

გახსოვდეთ: სისუფთავე და სიფრთხილე არის ჯანმრთელობის საუკეთესო გარანტია!

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც და იზრუნეთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე!

ავტოსამრეცხაო პრიალას სერვისები: ავტომობილის ქიმწმენდა, მანქანის პოლირება, ქიმწმენდის აპარატის გაქირავება, მანქანის დეტალური რეცხვა ავეჯის ქიმწმენდა;